ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე იმსჯელებს

ბრიუსელში დღეს, პირველ თებერვალს, იმართება ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები კვლავ განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფას.
გადაწყვეტილება გასულ სხდომაზე, დეკემბერში, უნგრეთის უარის გამო ვერ მიიღეს. საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი, კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში.
ევროკავშირს სურს, ეს ხარჯები შეიტანოს ბიუჯეტის შვიდწლიან გეგმაში, რომელიც ძალაში იქნება კიდევ ოთხი წლის განმავლობაში. უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის შესაცვლელად ბლოკის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.
უნგრეთი კვლავ არ არის ამაზე თანახმა. უნგრეთის პრემიერი ბოლო დროს ამბობდა, რომ ბიუჯეტის ცვლილებას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდება, თუ ამ გადაწყვეტილებას ყოველწლიურად გადახედავენ, რაც ბუდაპეშტს შესაძლებლობას მისცემს, კვლავ ვეტო დაადოს მას მომავალში.
Reuters-ის თანახმად, 31 დეკემბრის საღამოსთვის ორბანთან ჯერ არავითარი შეთანხმება არ იყო მიღწეული.
თუ უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოხერხდა, ევროკავშირის განიხილავს სხვა ვარიანტებსაც. Financial Times-ი წერდა, რომ ბრიუსელი მზად არის უნგრეთის ეკონომიკას სუსტ წერტილებზე დაარტყას და ამისთვის შეიმუშავა სტრატეგია, რასაც უნდა მოჰყვეს ინვესტორების რწმენის დაკარგვა და ვალუტის დასუსტება. ამ გეგმას აამოქმედებენ, თუ უნგრეთი უარს იტყვის გააუქმოს უკრაინის დახმარების ვეტო, წერდა გაზეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე