ევროკავშირი უკრაინას წლის ბოლომდე მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს

2024 წლის ბოლომდე, ევროკავშირი ს მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩვენი თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსი თავის შესაძლებლობებს აჭარბებს. წლის დასაწყისიდან ის 40%-ით გაიზარდა. შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ წლის ბოლომდე შემოწირულობების სახით [უკრაინისთვის] მიწოდებული საბრძოლო მასალის საერთო რაოდენობა 1 მილიონ 155 ათასზე მეტი იქნება. ეს საკმაოდ ზუსტი ციფრია”, – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, აქამდე ბორელი ამბობდა, რომ მარტამდე ევროკავშირს უკრაინისთვის დაპირებული მილიონის ნაცვლად მხოლოდ 500 ათასზე ცოტათი მეტი საარტილერიო ჭურვის გადაცემა შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ