ევროკავშირი უკრაინას რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან €92 მილიონით დაეხმარება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა31 მარტს  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგებიდან 80 მილიონ ევროს გადასცემს.
კალასმა ეს განცხადება კიევში, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან ერთად, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. კალასის ოფიციალური ვიზიტი ბუჩას ხოცვა-ჟლეტის წლისთავს ემთხვევა.
“ამ ომის დასრულების გზა მოსკოვთან დაპირისპირებაა და არა მისი დაჯილდოება. არა სანქციების შემსუბუქება, არამედ მათი გამკაცრება” – განაცხადა კალასმა დაფინანსების გამოცხადებისას და დაამატა, რომ ბლოკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტით არსებულ ზომებს “კიდევ უფრო გაამკაცრებს”.
ცნობისთვის, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა დაახლოებით 210 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივები გაყინეს.