ევროკავშირი უკრაინას დამატებით 148 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს

ევროკავშირი ს დამატებით 148 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს
ევროკავშირი უკრაინას დამატებით 148 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს.
დახმარება ფოკუსირებული იქნება უკრაინელი ლტოლვილებისა და მოლდოველი მასპინძელი თემების დახმარებაზე. ეს მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
ახალი პაკეტიდან 140 მილიონი ევრო გამოიყოფა უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის. დაფინანსება მიმართული იქნება გადაუდებელი დახმარებისკენ, მათ შორის საკვების, თავშესაფრის, ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად. მთავარი პრიორიტეტია უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე, ომით მძიმედ დაზარალებულ რეგიონებში მოწყვლადი მოსახლეობის დახმარება. რვა მილიონი ევრო კი გამოიყოფა მოლდოვაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის.
1tv.ge