ევროკავშირი უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევრო გამოუყოფს

ევროკავშირი, Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში, თვის ბოლომდე ს დამატებით 1.9 მილიარდ ევრო გამოუყოფს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (URC 2024) სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს დახმარება დაკავშირებულია ყოვლისმომცველ რეფორმასთან და საინვესტიციო სტრატეგიასთან, რომელსაც უკრაინამ მხარი დაუჭირა.
„უკრაინამ გაატარა ყველა ეს რეფორმა ომის პარალელურად“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაინმა და დასძინა, რომ უკრაინის გეგმა ითვალისწინებს მართლმსაჯულების, ანტიკორუფციულ და სხვა რეფორმებს, რაც საბაზისოა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისთვის და ევროკავშირთან დასაახლოებლად.
„უკრაინამ გადადგა ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ თვის ბოლოს. ხარკოვი ევროპაა, უკრაინა ევროპაა და ჩვენი კავშირი თქვენი სახლია“, — მიმართა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ს.
ევროკავშირმა წელს დაამტკიცა უკრაინის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარებას 2027 წლამდე. ს თქმით, 6-მა მილიარდმა უკვე მიაღწია უკრაინამდე.
„დღეს აქ, ბერლინში, ჩვენ ხელს ვაწერთ პირველ შეთანხმებებს, 1,4 მილიარდი ევროს ღირებულების ოდენობით, ჩვენ პარტნიორ ბანკებთან, უკრაინაში ინვესტიციების კერძო სექტორიდან მოსაზიდად. ჩვენი პარტნიორ ბანკებს შეეძლებათ მიმართონ, ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერას, როდესაც ისინი ინვესტირებას განახორციელებენ უკრაინაში მოქმედ სააქციო ფონდებში“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ივლისში სთვის ხელმისაწვდომი გახდება გაყინული რუსული აქტივების მოგებიდან 1.5 მილიარდი ევრო.