ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს

ევროკავშირი დღეს სა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს.
გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მთავრობათაშორისი კონფერენცია არის მოლაპარაკება კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს შორის, სადაც განიხილება და თანხმდება ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების დებულებები.
მთავრობათაშორის კონფერენციაზე ევროპული მხარე წარადგენს მოლაპარაკებების ჩარჩოს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება და მის შინაარსს, ფორმატსა და წესრიგს განსაზღვრავს.
ipn.ge