ევროკავშირი ტრამპთან რუსული აგრესიის შეკავებას განიხილავს

ევროკავშირი და უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საუბარს გამართავენ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, 8 ნოემბერს ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირი შეერთებულ შტატებთან რუსული აგრესიის შეკავების მნიშვნელობას განიხილავს, ვინაიდან ეს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარებასაც უკავშირდება.
საფრთხეა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთლიანობაში გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. ვინაიდან რუსეთი არა უბრალოდ ავტოკრატიაა, რომლებიც დემოკრატიებს ემუქრება, არამედ ის სულ უფრო უახლოვდება ირანს, ჩრდილოეთ კორეას, რომლებიც ჩინეთთან ერთად ამ ომს კვებავენ”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვის ამ ქვეყნებთან ალიანსი მოქმედებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზეც, სადაც ჩინეთის შესაკავებლად საკუთარი ძალისხმევების კონცენტრირებას გეგმავს.
კითხვაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა იმ შემთხვევაში თუ ტრამპი უარს იტყვის ამაზე, ფონ დერ ლაიენმა 50 მილიარდი ევროს ოდენობის Ukraine Facility პროგრამა და “დიდი შვიდეულის” რუსული გაყინული აქტივებიდან სთვის გადაცემული სესხი გაიხსენა.