ევროკავშირი სომხეთს გრანტის სახით 270 მლნ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი სომხეთს ოთხი წლის განმავლობაში გრანტის სახით 270 მილიონი ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის, -სა და სომხეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ასრულებს სომხეთის მხარდაჭერის დაპირებას, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გასცა.
მან აღნიშნა, რომ ბრიუსელმა და ერევანმა წამოიწყეს ერთობლივი საინვესტიციო კოორდინაციის პლატფორმა, რათა „ერთად გამოავლინონ თანამშრომლობის პროექტები“.
ფონ დერ ლაიენმა ასევე დაამატა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რეფორმების მხარდაჭერას სომხეთში.