ევროკავშირი სომალიში მომხდარ ტერაქტს მკაცრად გმობს

ევროკავშირი სომალიში მომხდარ ტერაქტს მკაცრად გმობს, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ავრცელებს.
„გუშინ ღამით, მოგადიშოში მომხდარ ტერაქტს, რომელზეც პასუხისმგებლობა „ალ-შაბაბმა“ აიღო, ევროკავშირი მკაცრად გმობს. ევროკავშირი სომალის მთავრობისა და სომალელი ხალხის გვერდით დგას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სომალის მიმართ ერთგულებას ადასტურებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სომალის დედაქალაქის სანაპიროზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა და შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბაბმა“ აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს