ევროკავშირი სირიას დაახლოებით 620 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სირიას დაახლოებით 620 მილიონ ევროს გამოუყოფს მიმდინარე და მომავალი წლისთვის.
„ჩვენ გვსურს, გავაძლიეროთ ჩვენი ჩართულობა ფინანსური მხარდაჭერით დაახლოებით 620 მილიონი ევროს ოდენობით ამ წლისა და მომავალი წლისთვის. ეს ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე ადრეული აღდგენის მხარდაჭერას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ამასთან, ფონ დერ ლაიენმა შეშფოთება გამოთქვა ქალაქ ალეპოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
შეტაკებები ალეპოში სირიის სამთავრობო ძალებსა და „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შორის 6 იანვარს დაიწყო. არიან დაღუპულები და დაშავებულები. სირიის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, შეტაკებების გამო ქალაქი 13 ათასმა ადამიანმა დატოვა.
1tv.ge