ევროკავშირი: საქართველო 121 მილიონიანი ევროს დახმარებას, ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, დაკარგავს

საქართველო ევროკავშირის 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად დაკარგავს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქვეყნებს.
ევროკავშირი პირდაპირ წერს, რომ თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება.
ამერიკის საელჩოს ქარდების შემდეგ, ქარდები ევროკავშირმაც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება სოლიდურ ფინანსურ დახმარებას იღებდა.
საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად.
ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკომისია კი წერს: “ჩვენ ვითვალისწინებთ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტის შეხედულებებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა