ევროკავშირი, სავარაუდოდ, არ დაამტკიცებს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაციას – Reuters-ი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა დაამტკიცოს ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაცია. ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. ასეთი ნაბიჯის კანონიერებაზე ევროკავშირის თებერვლის სამიტზე იმსჯელებენ.
“რუსული აქტივების კონფისკაცია არ მოხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმება არ არსებობს”, – განუცხადა უწყებას მოლაპარაკებების საკითხებში ჩახედულმა მაღალჩინოსანმა. ევროკავშირში ეჭვის თვალით უყურებენ ასეთი კონფისკაციის სამართლებრივ ასპექტებს, ასევე მის შესაძლო შედეგებს ევროკავშირის საერთო ვალუტაზე, ევროზე.
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ქსავიერ ბეტელი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში დიდი სიფრთხილეა საჭირო.
“თუ პოლიტიკურად გადავწყვეტთ უკრაინისთვის მილიარდების მიცემას. და ექვს თვეში ჩვენ მივიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მათთვის ამ ფულის მიცემისა, მაშინ ვინ გადაიხდის?“ – განაცხადა მან Reuters-თან ინტერვიუში.
ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის პოტენციური შედეგებით ევროპულ ვალუტაზე: ინვესტორებმა შეიძლება ევრო აქტივებიდან გამოიტანონ იმის შიშით, რომ მათი თანხებიც შეიძლება კონფისკებული იყოს.
ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და კანადამ გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივები 2022 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთი ში შეიჭრა. მათგან დაახლოებით 200 მილიარდი ევროპაში, ძირითადად ბელგიაში მდებარე საფინანსო ცენტრ Euroclear-ში ინახება.

ასევე დაგაინტერესებთ