ევროკავშირი განიხილავს ბელგიის ფინანსურ ინსტიტუტ Euroclear-ში შენახული თითქმის 200 მილიარდი ევროს ოდენობის გაყინული რუსული აქტივების უფრო სარისკო, მაღალშემოსავლიან საინვესტიციო ფონდში გადატანის საკითხს, – ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
ეს იდეა ევროკავშირს გაუჩნდა, რათა უკრაინის ეკონომიკის გადარჩენისთვის მეტი შემოსავალი მიეღო, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის მუქარის ფონზე.
ვრცლად: politico.eu
