ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ იწყებს სანქციათა ახალი პაკეტის, „ნავალნის სიის“ ამოქმედებას

ევროკავშირის ელჩები ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ს წინააღმდეგ სანქციების ახალ რეჟიმზე თანხმდებიან, – ამის შესახებ იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში.
ახალ სანქციებს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიაში თებერვალში გარდაცვლილი ს სახელი მიენიჭება. ეს იქნება ცალკე სანქციების რეჟიმი, რადგან ადრე ევროკავშირმა მიიღო სანქციები ში რუსეთის აგრესიასთან და ს ანექსიასთან დაკავშირებით.
სანქციების სიის პროექტში, რომელიც რადიო თავისუფლების განკარგულებაშია, ნახსენებია 19 ადამიანი და ერთი დაწესებულება. ესენი არიან ძირითადად რუსეთის ადგილობრივი, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები, რომლებიც სხვადასხვა წლებში ალექსეი ნავალნის გასამართლებაში იღებდნენ მონაწილეობას. ასევე ნახსენებია რამდენიმე მოსამართლე, რომლებმაც სხვა რუსი ოპოზიციონერები და აქტივისტები გაასამართლეს. სიაში ასევე შედიან რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები და სახელმწიფო პროკურორი.
„ნავალნის სიაში“ შეტანილი რუსი მოხელეების აქტივები ევროკავშირში გაიყინება და მათ აეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა. სიაში მოხვდა ერთი უწყება – რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახური.
ევროკავშირის მიერ სანქციების ახალი რეჟიმის შემოღების კიდევ ერთ საფუძვლად იქცა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა კრემლის ღია კრიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზასთვის, რომელთან ერთად რუსეთის ციხეში არიან რეჟიმის კრიტიკოსი სხვა პოლიტპატიმრებიც.
კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსი და ანტიკორუფციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია “პოლარულ მგელში”. მისი სიკვდილის შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.

ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ქალაქებში და საზღვარგარეთ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი აქციები მოეწყო. პოლიტიკოსის დაკრძალვაზე მოსკოვში 16 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.
ევროკავშირმა რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიაში ალექსეი ნავალნის მოულოდნელ გარდაცვალებასთან დაკავშირებით 33 პირისა და ორი ორგანიზაციის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. მათი სია ევროკავშირის ოფიციალურ ბიულეტენშია გამოქვეყნებული.

საბჭოს განცხადების თანახმად, სანქციები დაწესდა მაგნიტსკის ე.წ. ევროპული აქტის მექანიზმის გამოყენებით, რომლის მიხედვითაც, სანქციების ადრესატები საზღვარგარეთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში მონაწილე პირები არიან.
ფორუმი