ევროკომისია ტარიფების დაწესების თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებას პასუხობს.
„ევროკავშირი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობაში დაუსაბუთებელ ბარიერებზე“, – თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25-პროცენტიან ტარიფს გამოაცხადებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ევროკომისიის პრესსპიკერის თქმით, ევროკავშირი ევროპულ ბიზნესსა და მომხმარებლებს უსამართლო ტარიფებისგან ყოველთვის დაიცავს.
წყარო: euronewsgeorgia
