ევროკავშირი რადიკალურად უნდა რეორგანიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაშლა ემუქრება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორბანი აღნიშნავს, გაერთიანება წევრ სახელმწიფოებსა და მათ მოქალაქეებს უნდა ემსახუროს და არა პირიქით.
„ბრიუსელელი ბიუროკრატები ხელში იგდებენ სადავეებს, მაშინ, როცა მთელი სისტემა შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენთვის, სუვერენული წევრი სახელმწიფოებისა და მათი ხალხებისთვის ემსახურა. არა პირიქით! ცვლილებების გარეშე, ევროკავშირი შიგნიდან გააგრძელებს დასუსტებას. დროა ისეთი კავშირის, რომელიც თავის ერებს ემსახურება, სუვერენიტეტს აფასებს და მოქალაქეებს პირველ ადგილზე აყენებს“, – წერს ორბანი.
წყარო: 1 არხი




