ევროკავშირი „ოცნებას“ I მოსმენით მიღებული „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი
„მიუხედავად ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებისა მსგავსი კანონმდებლობის გაუქმების შესახებ და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ.
ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა და ამ კანონმდებლობის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.
საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. შემოთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობებს, შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და უსამართლოდ სტიგმატიზაცია მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებიც სარგებელს აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს კანონმდებლობის მიღებისგან, რომელიც შეიძლება საქართველოს ევროკავშირის გზის კომპრომენტირება მოახდინოს — გზის, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა.
„ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება