ევროკავშირი ნახევარი წლით ახანგრძლივებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 27 იანვარს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მოილაპარაკეს, რომ კიდევ ექვსი თვით გაგრძელდება ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება. სანქციებს ვადა 31 იანვარს ეწურებოდა. ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი.
იუწყებიან, რომ უნგრეთმა მოხსნა თავისი პრეტენზიები, სანქციების გახანგრძლივების თაობაზე. მოელიან, რომ ბუდაპეშტის დაკმაყოფილების მიზნით ევროკავშირის წარმომადგენლები დაამტკიცებენ განცხადებას ბლოკის ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ამ განცხადებაში ევროკავშირი ს მოსთხოვს გარანტიას, რომ ის არ შეწყვეტს ნავთობის ტრანზიტს რუსეთიდან ევროკავშირში. ს გადაწყვეტილებას, რუსეთის გაზის ტრანზიტი 1 იანვრიდან შეეწყვიტა, მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა უნგრეთისა და ს მხრიდან. უნგრეთი მანამდე კიევისგან ითხოვდა ტრანზიტის განახლებას და, ასევე, მილსადენ “თურქეთის ნაკადის” უსაფრთხოების გარანტიებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო სოციალური ქსელებით წერს, რომ ევროკავშირმა უნგრეთს მისცა ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია, ქვეყნისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების კუთხით. სიიარტო დეტალებს არ აკონკრეტებს.
მოქმედი წესებით, ევროკავშირი სანქციების ვადას ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახანგრძლივებს, და საამისოდ საჭიროა ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. აქამდე უნგრეთი ბლოკავდა იმ სანქციათა გახანგრძლივებას, რომლებსაც ვადა იანვრის ბოლოს ეწურებოდა და გამოდიოდა წინადადებით ევროკავშირი დალოდებოდა -ის პრეზიდენტის, ს უფლებამოსილების ამოქმედებას. ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ – რომელიც 20 იანვარს გაიმართა – ბუდაპეშტი აცხადებდა, რომ ავტომატურად არ დათანხმდებოდა სანქციების გახანგრძლივებას, და გადაწყვეტილებას მიიღებდა მხოლოდ ევროკავშირის წიაღში გამართული დისკუსიის შემდეგ.
ბუდაპეშტის პოზიცია კრიტიკას იწვევდა ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებდა, რომ სანქციებისთვის ვეტოს დადებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, თავს გამოავლენდა “[რუსეთის პრეზიდენტის], ვლადიმირ პუტინის გუნდის წევრად”.