ევროკავშირი მარიო დრაგის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს – Financial Times

ევროკავშირი იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი ავრცელებს.
გაზეთ Financial Times-ის თანამოსაუბრეების თქმით, მარიო დრაგის ნამდვილად აქვს შანსი გახდეს ევროპული საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარის, შარლ მიშელის მემკვიდრე.
გარდა ამისა, ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ უახლოეს მომავალში ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატებიც გამოჩნდებიან.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან ეს ასევე დამოკიდებულია ევროპული ს შედეგებზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე სხვა კანდიდატებს შორის არიან ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრები, პედრო სანჩესი და დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიკსენი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპარლამენტში არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე დროებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, გახდება, ვინაიდან 2024 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ უნგრეთი იქნება.