ევროკავშირი იწყებს მუშაობას ირანის სანქციების გაფართოებაზე

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელის თქმით, ის ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურს მიმართავს თხოვნით დაიწყოს მუშაობა სანქციების გაფართოებაზე, თეირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის პასუხად.
ბორელი ამ განცხადებით გამოვიდა 16 აპრილს, მას შემდეგ, რაც სასწრაფო წესით მოწვეულ ვიდეოკოფერენციაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოითხოვეს ამ შეტევის შედეგების განხილვა, ხოლო ს ომის კაბინეტი შეკრებას გეგმავდა ირანის მხრიდან შაბათ-კვირას განხორციელებული თავდასხმის პასუხზე მსჯელობის მიზნით.
ბორელის თქმით, ევროკავშირმა კოორდინაცია უნდა გაუწიოს ევროპის პასუხს პირველ თავდასხმაზე, რომელიც ისრაელზე ირანის ტერიტორიიდან განხორციელდა და რომელიც, მისი თქმით, “ნამდვილად წარმოადგენს მნიშვნელოვან ესკალაციას რეგიონში უკვე ძალიან დაძაბული სიტუაციისა”. მისი თქმით, ვიდეოკონფერენციაზე მინისტრებმა “მყარი პოზიცია დაიკავეს და რეგიონის ყველა მოთამაშეს სთხოვეს მოშორდნენ უფსკრულს”.
ისრაელის არმიის შტაბის ხელმძღვანელმა, ჰერზი ჰალევიმ 15 აპრილს განაცხადა, რომ ირანიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ნასროლ, 300-ზე მეტ რაკეტას და დრონს “პასუხი გაეცემა” – მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებია. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მან მცირე ზარალი გამოიწვია – თუმცა მისით გაიზარდა შიში, რომ ძალადობა კიდევ უფრო გაფართოვდება მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, ღაზის სექტორში ამჟამად მიმდინარე ომის მიღმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს