ევროკავშირი ინდოეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღსრულებაში დახმარებას სთხოვს – Bloomberg

ევროკომისიის პრეზიდენტი მოუწოდებს ინდოეთის პრემიერ მინისტრს ნარენდრა მოდის, დაეხმაროს ს წინააღმდეგ სანქციების აღსრულებაში, ამის შესახებ ბრიფინგზე ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, იტყობინება Bloomberg.
მისი თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით და ინდოეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ში კონფლიქტის დასრულებაში და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაში.
27-28 თებერვალს ევროკომისართა ჯგუფი ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ეწვევა ნიუ დელის. ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ისინი განიხილავენ ინდურ მხარესთან ბაზარზე უფრო დიდ წვდომას და ნიუ დელის მაღალ ტარიფებს ევროპულ საქონელზე, მათ შორის მანქანებსა და ღვინოზე, და შეეცდებიან შეიმუშაონ ჩარჩო ინდოეთ-ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგისთვის, რომელიც დაგეგმილია ამ წლის ბოლოს.
მოდიმ თქვა, რომ ნიუ დელი კონფლიქტში “მშვიდობის მხარეზეა”. ინდოეთი ოფიციალურად არ შეუერთდა დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეზღუდვებს უწოდა „ბერკეტები“, რომლებსაც განვითარებული ქვეყნები იყენებენ, როცა ეს მათთვის მოსახერხებელია.
ცნობისთვის, ინდურ კომპანიებს დაუწესდათ -სა და ევროკავშირის შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის ბრალდებით.
იანვარში, რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტის გამოცხადების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა მოსთხოვა ინდოეთს რუსული ტანკერებიდან ნავთობის განტვირთვა 27 თებერვლამდე. ამის შემდეგ შეზღუდვები შეეხო, Gazprom Neft-ს და Surgutneftegaz-ს, 180-ზე მეტ ტანკერს, რომლებსაც ვაშინგტონი რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტად“ მიიჩნევს.