ევროკავშირი თვითონ ცდილობს და იბრძვის გადარჩენისთვის და ვნახოთ, მოხდება თუ არა მათი გადარჩენა. ვფიქრობ, რომ ევროკავშირს აუცილებლად შეეხება ცვლილებები, დაიშლება და სხვა სახით მოხდება მისი ფორმირება

ევროკავშირი თვითონ ცდილობს და იბრძვის გადარჩენისთვის და ვნახოთ, მოხდება თუ არა მათი გადარჩენა. ვფიქრობ, რომ ევროკავშირს აუცილებლად შეეხება ცვლილებები, დაიშლება და სხვა სახით მოხდება მისი ფორმირება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მედიასთან ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მედიასთან ეხმიანება. „მათ ამ განცხადებაში მოყვანილი იყო მოლდოვა, და ბალკანეთის ქვეყნებით, მარტო საქართველოზე არ იყო საუბარი. უკრაინაც კი ახსენეს და უკრაინის საკითხის ასე ხსენება მარტივი არ არის, ქვეტექსტში სხვა მესიჯები იკითხებოდა“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი იბრძვის გადარჩენისთვის. ექსპერტის თქმით, ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების მიზანი მხოლოდ საქართველოსნაირი ქვეყნების კონტროლი არ არის და ევროკავშირი იმ საზღვრებში ჩაკეტვას ცდილობს, რაშიც აქამდე იყო, რადგან ამ წუთას გაფართოება არ სურს.
„ევროპას, თავის კონტინენტზე არ აქვს მარტივი სიტუაცია. რაც მათ გუშინ განაცხადეს, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გამარტივება ხდება, არ არის მხოლოდ იმ მიზნით გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენნაირი ქვეყნები მართონ თავიანთ ჭკუაზე, თუმცა ეს ერთ-ერთი საკითხია. მეორე საკითხია, რომ ევროკავშირი ალბათ უკან იხევს და ცდილობს ჩაიკეტოს იმ საზღვრებში, რაშიც იყო რამდენიმე წლის წინ იმიტომ, რომ მას გაფართოება ამ წუთას არ უნდა. მათ ამ განცხადებაში მოყვანილი იყო მოლდოვა, უკრაინა და ბალკანეთის ქვეყნებით, მარტო საქართველოზე არ იყო საუბარი. უკრაინაც კი ახსენეს და უკრაინის საკითხის ასე ხსენება მარტივი არ არის, ქვეტექსტში სხვა მესიჯები იკითხებოდა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი თვითონ ცდილობს და იბრძვის გადარჩენისთვის და ვნახოთ, მოხდება თუ არა მათი გადარჩენა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ევროკავშირს აუცილებლად შეეხება ცვლილებები, დაიშლება და სხვა სახით მოხდება მისი ფორმირება,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია

ჯინ შაჰინის პოზიციით, დამნაშავის დაკავება დემოკრატიაზე დარტყმა ყოფილა, დანაშაულის ჩადენა, პარტნიორის მოტყუება და თანხის დაუფლების თაღლითური მცდელობა კი დემოკრატის უტყუარი გამოვლინება – ბაჩიაშვილი კოლექტიური დასავლეთის აგენტია, სწორედ ამიტომ მოინათლა მისი დაკავება დემოკრატიაზე თავდასხმად

ჩავარდნილი აგენტის, გიორგი ბაჩიაშვილის “გადასარჩენად” ჩაერთო აგენტოკრატიაც – სენატორი ჯინ შაჰინის უტიფარი აზრით, მისი დაკავება თურმე “დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის”; საგარეო დირექტივებია დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას კარგად იგერიებს ჩვენი ხელისუფლება

სენატორი ჯინ შაჰინი იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანებას გამოხატავდეს ქართული ხელისუფლების მიერ კანონის აღსრულებას უმაღლესი სტანდარტების გამო, ბრალდებულს აპრიორი იცავს – გიორგი ბაჩიაშვილი მათი აგენტია, შესაბამისად, მას დაცვა-პატრონობა სჭირდება