ევროკავშირი თებერვალში რუსეთს სანქციების ახალ, რიგით მე-16 პაკეტს დაუწესებს

გაისად თებერვლის თვეში, ში ომის დაწყების მესამე წლისთავზე, ევროკავშირი რუსეთს დაუწესებს სანქციების რიგით მე-16 პაკეტს, რომლის მომზადება უკვე დაიწყო. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Welt am Sonntag-ი, რომელიც ბრიუსელში დიპლომატიურ წყაროებს იმოწმებს. მიზანი პაკეტების ახალი პაკეტისა „მოსკოვისთვის ცხადი სიგნალის გაგზავნაა.“
პაკეტით გათვალისწინებულია სადამსჯელო ზომები ს ეკონომიკის კონკრეტული სექტორებისთვის, რომლებსაც დღემდე სანქციები არ შეხებია, ან არასაკმარისად შეეხო – წერს „გერმანული ტალღა.“
დაგეგმილია ასევე იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ზომები – შეზღუდვები, რომლებიც „რუსეთის რეჟიმის პროპაგანდისტებად ითვლებიან და პასუხისმგებლობა ეკისრებათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებისთვის“.
Welt-ის მონაცემებით, ევროკომისიას და ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს დაგეგმილი აქვს მოგზაურობის შეზღუდვა იმ პირებისთვის, და მათი აქტივების გაყინვა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასთან აქვთ კავშირი, არ დეზინფორმაციის კამპანიაში არიან ჩართული.
საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, შეიტანენ თუ არა ამ შეზღუდვებს ახალ პაკეტში, რადგან, როგორც ცნობაში წერია, რთულია ჰიბრიდულ თავდასხმებში მონაწილეობის დამტკიცება.
16 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთს ევროკავშირმა სანქციების მე-15 პაკეტი დაუწესა. ის შეეხო 54 პირს და 32 ორგანიზაციას სხვადასხვა ქვეყნებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს