ევროკავშირი – თავდასხმები შორის პაკისტანში, ერაყსა და ირანში ღრმა შეშფოთებას იწვევს – რეგიონში დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს

ევროკავშირი პაკისტანისა და ირანის მიერ განხორციელებული შეტევების გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
„ეს თავდასხმები, მათ შორის პაკისტანში, ერაყსა და ირანში, ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას იწვევს, რადგან თავდასხმები ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს და რეგიონში დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
შეგახსენებთ, სამშაბათს, ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რასაც დღეს დილით, პაკისტანის მიერ საპასუხო იერიშები მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს