ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება – კაია კალასი

მარკო რუბიოს ვესაუბრე – ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
კაია კალასის ცნობით, -ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ვენესუელაში ევროკავშირის ელჩს ესაუბრა.
„ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ მადუროს ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს“, – წერს კალასი X-ზე.
მისი თქმით, ვენესუელაში ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
www.interpressnews.ge