ევროკავშირი ერთ სულ მოსახლეზე 35 კგ პლასტმასის ნარჩენს აწარმოებს – რომელი ქვეყანა გადაამუშავებს ყველაზე მეტს? (bm.ge)

Eurostat-ის ახალი კვლევით ირკვევა, რომ 2023 წელს ევროკავშირმა მხოლოდ შესაფუთი მასალებისგან 80 მილიონი ტონა ნარჩენები აწარმოვა, რაც ერთ სულ მოსახლეზე 177.8 კილოგრამს უდრის. სტატისტიკის სამსახურის თანახმად, ეს 8.7 კგ-ით შემცირებული მაჩვენებელია 2022 წელთან შედარებით, თუმცა, თუ 2013 წელს შევადარებთ, ერთ სულ მოსახლეზე, სხვაობა 21.2 კგ-ია.
Eurostat-ის თანახმად, შესაფუთი მასალების ნარჩენებს შორის, 40.4% ქაღალდისა და მუყაოს მასალაზე მოდის, 19.8% პლასტმასზე, 18.8% შუშაზე, 15.8% ხეზე, 4.9% მეტალზე, ხოლო 0.2% სხვა მასალაზე.
რაც შეეხება უშუალოდ პლასტმასის შეფუთვას, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე ნარჩენების მოცულობამ 35.3 კგ შეადგინა. აქედან კი მხოლოდ 14.8 კგ გადამუშავდა.
2022 წელთან შედარებით, პლასტმასის ნარჩენების მოცულობა, ერთ სულ მოსახლეზე 1 კგ-ით შემცირდა, გადამუშავებული ნარჩენების რაოდენობა კი მხოლოდ 100 გრამით გაიზარდა.
ამასთან, 2013-დან 2023 წლამდე წლიურად პლასტმასის შესაფუთი ნარჩენების წარმოება ერთ სულ მოსახლეზე 6.4 კგ-ით გაიზარდა, გადამუშავება კი მხოლოდ 3.8 კგ-ით.
2023 წელს ევროკავშირმა წარმოქმნილი პლასტმასის შესაფუთი ნარჩენების 42.1% გადაამუშავა , რაც 2013 წელთან შედარებით, გადამუშავების მაჩვენებლის 38.2%-ით ზრდაზე მიუთითებს.
გადამუშავების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბელგიაში დაფიქსირდა, 59.5%-ით, შემდეგ მოდის ლატვია (59.2%) და (54.1%).
ამის საპირისპიროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა უნგრეთში (23.0%), საფრანგეთსა (25.7%) და ავსტრიაში (26.9%).