ევროკავშირი ერევანთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგს იწყებს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტს შინასი ერევანს ეწვია სომხეთში ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის პოლიტიკურ დონეზე დასაწყებად.
“ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება – პოლიტიკურ დონეზე ვიცე-პრემიერ მგერ გრიგორიანთან – წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან მათი გადაწყვეტილების გაღრმავების შესახებ, ევროკავშირსა და სომხეთს შორის ისედაც მყარი პარტნიორობის ფონზე.
ამ დიალოგის მიზანია საბოლოოდ გაუქმდეს ვიზის ვალდებულება სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტების დროს, მას შემდეგ რაც სომხეთის ხელისუფლება განახორციელებს არსებით რეფორმებს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვარი, მიგრაცია და თავშესაფრის მართვა, საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება, აგრეთვე გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული ძირითადი უფლებები,” – ნათქვამია სომხეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზში.
ევროკავშირის წარმომადგენლობის თქმით, დიალოგი სომხეთთან იქნება მრავალწლიანი პროცესი, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეფორმების პროგრესისა და განვითარების მონიტორინგის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი – დღეს განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამებზე, შენ რატომ მიგეგმავ რა უნდა დარჩეს? – ერთხელ გვიღალატეს, მტერს ჩაგვაბარეს, მაგრამ მეორეჯერ არ იქნება, არავინ დათმობს