„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე დღეს ევროკავშირი საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს, რადგან უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკავშირი დღეს არ დაუწესებს სანქციებს საქართველოს ოფიციალურ პირებს. უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ამის წინააღმდეგია. რაც შეიძლება მოხდეს, არის უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, თუმცა ამასაც კიდევ დრო დასჭირდება“, – წერს იოზვიაკი.
იოზვიაკის ინფორმაციით, სანქციების წინააღმდეგი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი.