“ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის” – თბილისში კონფერენცია გაიმართა

“ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისთვის”- მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის თანამშრომლობით, თბილისში კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სოფლის მდგრადი განვითარების სფეროებს, როგორებიცაა საქართველოს რეგიონების ეკონომიკური ზრდა, სოციალური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა.
ღონისძიება გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას, გვაქვს საინტერესო ინიციატივები, გეგმები და პროექტები სხვადასხვა მიმართულებით

მარტვილის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას