ევროკავშირი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას იწყებს უკრაინასა და მოლდოვასთან

25 ივნისს ევროპის კავშირი იწყებს ბლოკში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებას.
მოლაპარაკება ლუქსემბურგში დაიწყება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად.
ევროპის კომისიამ ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების პირობები. ეს ეხება კორუფციასთან ბრძოლასაც და უმცირესობებზე ზრუნვასაც.
კიევმა და კიშინიოვმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთეს ს მიერ ში ომის დაწყების შემდეგ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მოლაპარაკების დაწყებას უწოდა სიცოცხლის დაზღვევა ორივე ქვეყნისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ აღსრულდება თავისი თანამემამულეების „ევროპული ოცნება“.
მოლაპარაკება წლების განმავალობაში გრძელდება ხოლმე. გაწევრიანების გარანტია არ არსებობს. უკრაინის შემთხვევაში, აუცილებელი წინაპირობაა რუსეთთან მშვიდობის დამყარება. ევროკავშირის ხელშეკრულების 42 პარაგრაფის მეშვიდე მუხლით, კიევს სხვა შემთხვევაში შეეძლება სამხედრო დახმარების მოთხოვნა, რაც ევროკავშირს ომის მონაწილე მხარედ გადააქცევს.