ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას გეგმავს

ევროკავშირის სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, დაამტკიცონ საერთო ჩარჩო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებულ მილიარდობით დოლარის შემოსავალს, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ. განცხადება ამის შესახებ, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.
წინასწარ შეთანხმებას, ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დამტკიცება, მაგრამ ამ ნაბიჯით, 200 მილიარდი დოლარის ოდენობით, ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის იქნება გამოყენებული.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროვება არ ისურვა, საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს შეთანხმება, ევროკავშირს „მისცემს საშუალებას, დაიწყოს გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების შეგროვება… უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად”.
ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ არის გაყინული.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა