ევროკავშირი ბრილიანატების ყველაზე დიდ მომპოვებელს ასანქცირებს

ოთხშაბათს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა მსოფლიოში ბრილიანტის მომპოვებელ უმსხვილეს კომპანიასა და მის აღმასრულებელ დირექტორს. ეს ევროკავშირის მიერ, სთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში მოხდა. 2022 წლის შემდეგ რუსეთის მიერ ში დაწყებული ომის გამო, , ევროკავშირი სხვადასხვა მაღალჩინოსანს, ოლიგარქსა და კომპანიას ასანქცირებს. ბლოკი ამას უკრაინის მიმართ რუსეთის წინააღმდეგ ომში „ურყევი ერთგულების“ ნაწილად მიიჩნევს.
“არლოსა” რუსეთში, ბრილანტების წარმოების 90%-ზეა პასუხისმგებელი. მისი აღმასრულებელი დირექტორი კი პაველ მარინიჩევია. ევროკავშირის სათავო ოფისში აცხადებენ, რომ კომპანია “წარმოადგენს [რუსეთის] ეკონომიკური სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც სერიოზულ შემოსავალს აძლევს” მოსკოვს.
ევროკავშირის სანქციები ნიშნავს, რომ ევროპაში “არლოსას” აქტივები გაიყინება და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს “არლოსასთვის” ფინანსური საშუალებების მიწოდება ეკრძალებათ. მარინიჩევს ასევე ემუქრება ევროპაში მოგზაურობის აკრძალვაც.
ევროკავშირის სანქციები ძალაში 1-ლი იანვრიდან შევიდა. ახალი 2024 წლიდან, აიკრძალა რუსული არაინდუსტრიული ბუნებრივი და სინთეზური ბრილიანტებისა და ბრილიანტის სამკაულების იმპორტი, შეძენა, ან გადაცემა. აკრძალვა ასევე ვრცელდება რუსეთში მოპოვებულ ბრილიანტებზე, რუსეთიდან მათ ექსპორტზე, რუსეთში ტრანზიტზე და სხვაგან გადამუშავებულ რუსულ ალმასებზე.
ამ დროისთვის, ევროკავშირს სანქციები დაწესებული აქვს 1,950 ადამიანზე და კომპანიაზე. ყველა მათგანი, ევროკავშირის აზრით, ხელს უწყობს კრემლის პოლიტიკას და აფინანსებს რუსეთის ომს უკრაინაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის