ევროკავშირი ბელარუსში კიდევ 25 პირს და 7 ორგანიზაციას ასანქცირებს

ბელარუსის ე.წ. საპრეზიდენტო სა და ლუკაშენკოს რეპრესიული რეჟიმის კონტექსტში ევროკავშირი კიდევ 25 პირს და 7 ორგანიზაციას ასანქცირებს. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
“[ევროკავშირის] საბჭომ დღეს გადაწყვიტა შემზღუდველი ზომები შემოიღოს დამატებით 25 პირისა და 7 ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბელარუსში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე, ისევე როგორც წვლილის შეტანაზე მიმდინარე შიდა რეპრესიებში, ადამიანის უფლებების დარღვევაში და უკრაინის წინააღმდეგ ომში ს მხარდამჭერ სამხედრო თანამშრომლობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
სანქციების ქვეშ მოექცნენ ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისია, კერძოდ, მისი თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და კომისიის წევრები. სანქციების ქვეშ ასევე, მოხვდა ოლეგ რომანოვი, ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც ბელარუსის პარლამენტში მანდატების უმრავლესობა უკავია.
“დღევანდელი სანქციები ასევე მოიცავს ცხრა მოსამართლეს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს იღებდნენ, მათ შორის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ ან უთანხმოებას გამოთქვამდნენ, ამგვარად [მოსამართლეები] მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის რეპრესიებში,” – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ასევე შეეხო სხვა კომპანიებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც “მხარს უჭერენ ლუკაშენკოს რეჟიმს ან მისგან სარგებელს იღებენ”.
ამ მომენტისთვის, ჯამში ევროკავშირის სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ 310 პირსა და 46 ორგანიზაციას ეხება.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ