ევროკავშირი აშშ-ს უსამართლოდ ექცევა – ტრამპი სამართლიან და ეფექტურ სავაჭრო პოლიტიკას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი ამერიკას ძალიან უსამართლოდ ეპყრობა.
„ამერიკის პოზიციიდან ევროკავშირი ძალიან, ძალიან უსამართლოდ გვექცევა. ძალიან ცუდად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე.
-ის პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ვირტუალურად დასწრო.
ამერიკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ მას უყვარს ევროპა, თუმცა მოითხოვს უფრო სამართლიან და ეფექტურ სავაჭრო პოლიტიკას.
„ჩვენ გვაქვს მრავალი მილიარდი დოლარის დეფიციტი, რაც არავის აკმაყოფილებს. ჩვენ რაღაცას მოვიმოქმედებთ. მე ვცდილობ, კონსტრუქციული ვიყო, რადგან მიყვარს ევროპა და ევროპის ქვეყნები, მაგრამ პროცესი ძალიან რთულია. ისინი აშშ-ს ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან დღგ-ისა და სხვა გადასახადებით, რომლებსაც აწესებენ“, – აღნიშნა დონლად ტრამპმა.
ტრამპი ევროკავშირს სავაჭრო ომით დიდი ხანია ემუქრება. რესპუბლიკელი ლიდერი 2024 წლის აშშ-ს ს კამპანიას ატარებდა იმ დაპირებით, რომ შემოიღებს 10-20 პროცენტიან ტარიფებს მთელ იმპორტზე. ის ასევე დაიმუქრა, ჩინურ საქონელზე 60-პროცენტიანი გადასახადის დაწესებით. სხვათა შორის, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპმა შემოიღო 25-პროცენტიანი ტარიფები ფოლადის იმპორტზე და 10-პროცენტი ალუმინზე, რამაც გამოიწვია სავაჭრო ომი ევროკავშირთან, რომელმაც საპასუხოდ დააწესა ტარიფები დაახლოებით, ექვსი მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე.
შეგახსენებთ, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე დონალდ ტრამპმა ასევე მოუწოდა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
„მოვუწოდებ ნატო-ს წევრ ყველა სახელმწიფოს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები მშპ-ის ხუთ პროცენტამდე, რაც ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გაეკეთებინათ“, – დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის ტრამპი ამას დიდი ხანია ითხოვს. ცოტა ხნის წინ ტრამპის წინადადება ხარჯის მშპ-ის 5%-მდე გაზრდაზე ნატოს თავდაცვის მინისტრებმაც განიხილეს. ტრამპის ინიციატივას ამ საკითხში მხარს უჭერს ოფიციალური ვარშავა.
ხარჯის ახალი სამიზნის დაწესებას დაჭირდება ნატოს 32-ვე წევრის თანხმობა.
ივლისისთვის ალიანსის ქვეყნებმა მიაღწიეს მშპ-ის 2 პროცენტის მიზანს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ეს მონაცემი აღირიცხა ევროპის რამდენიმე წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში – გერმანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში – და თურქეთში.