ევროკავშირი არ ცნობს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

ევროკავშირი არც ცნობს ოკუპირებული ს რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრეს-სპიკერი ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ, თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რეგიონში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს ამ ს ჩატარების კონსტიტუციურ თუ სამართლებრივ ჩარჩოებს.
ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას“, – აცხადებს ვროკავშირის პრეს-სპიკერი.
დღეს, 15 თებერვალს, ს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა ასევე რუსეთში. თურქეთში ამჯერად აფხაზეთს უბნის გახსნის უფლება არ მიეცა [ერთ-ერთი ვერსიით, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ოფიციალური თბილისი არ გაანაწყენა. მეორე ვერსიით, თურქეთში ოპოზიციური კანდიდატის დიდი უპირატესობით გამარჯვების შანსი].

ასევე დაგაინტერესებთ