ევროკავშირი არის ის ადგილი და სამეგობრო, სადაც ჩვენი კულტურა, ისტორია, რელიგია, ყველაფერი იქნება დაცული და შენახული, როგორიც ჩვენ გვიყვარს – მიხეილ დაუშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი საზოგადოებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.
მისი განცხადებით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა და იმედი აქვს, რომ შემდეგი წლის ამავე პერიოდისთვის ქვეყანა მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა.
“ევროკავშირი არის ის ადგილი და სამეგობრო, სადაც ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია, ჩვენი რელიგია, ყველაფერი იქნება დაცული და ყველაფერი იქნება შენახული ისეთი, როგორიც ჩვენ გვიყვარს და მოგვწონს, ამიტომ, ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ. ეს ნამდვილად საზეიმო დღე არის. ამასთანავე, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ, მივიღეთ სტატუსი, ახლა დრო არის, რომ შემდეგ წელს ამ დროს გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში