„ევროკავშირი არის ერთი დიდი რეგულაცია“ — ევროინტეგრაციის კომიტეტმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

„ქართული ოცნების“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა, სამოქმედო გეგმის და კომიტეტის მიზანია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ „დავუახლოვდეთ ევროკავშირს, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით“.
პარლამენტის ვებ-გვერდზე სამოქმედო გეგმა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა მახაშვილის ცნობით, ის აწყობილია 5 სტრატეგიული მიზნის გარშემო:
· საპარლამენტო დონეზე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხელშეწყობა და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივები;
· საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანად გამოყენება;
· საპარლამენტო დიპლომატიის განხორციელება;
· ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე კომუნიკაცია;
· სამოქმედო გეგმის ეფექტიანი აღსრულება
„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა ხაზი გაუსვა და მიესალმა მახაშვილის მოსაზრებას, რომ „ევროპაში ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“.
„მე მგონი, საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში უნდა მოხდეს სხვადასხვა ფორმების მეშვეობით სხვადასხვა სტრატეგიული მიზნების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის ნების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და შესაბამისობაში მოყვანა, რათა ისე არ მოხდეს, რომ ევროპული ინტეგრაცია ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ თუ უსაფრთხოების ინტერესებს. ასე რომ, მე მივესალმები და კარგია, რომ ამ მიმართულებით გვექნება მუშაობა“, — განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ლევან მახაშვილის თანახმად, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბიზნესთან ურთიერთობების, რათა ეს სფერო მომზადებული შეხვდეს პროცესს.
„ჩვენ უკვე ევროკავშირთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე ვართ. ეს აღარ არის უკვე ზღაპრის სფერო, საკმაოდ რეალისტური პროცესია, ამიტომ საზოგადოებამაც უნდა იცოდეს ყველა ის პლუსი და მინუსი, რომელიც ამ პროცესს ახლავს. ოღონდ არა იმიტომ, რომ ვიღაცა დავაშინოთ ამ ნაწილში, უბრალოდ იმიტომ, რომ ბევრად უკეთ მომზადებულები ვიყოთ ამ პროცესისთვის, მათ შორის, მაგალითად ბიზნესები უფრო მეტად მომზადებულები შეხვდნენ და ამ პროცესებისგან მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი და ნაკლები ზიანი. როცა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ვსაუბრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებ ბიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები, იმიტომ რომ DCFTA-ის ყველაზე დიდი კომპონენტი საბოლოო ჯამში ბიზნესებზე გადადის ხოლმე. ევროკავშირი თავისი არსით არის ერთი დიდი რეგულაცია. ეს რეგულაცია არ გულისხმობს მარტო სარგებელს, გულისხმობს ვალდებულებებსაც, რომელიც ამა თუ იმ ბიზნესმა, კომპანიამ, სხვადასხვა თემმა უნდა აიღოს, ამიტომ აუცილებელია სწორი კომუნიკაცია და ამ ვალდებულებების აღება დროში იმგვარად, რომ საუკეთესოდ იყოს დაცული ჩვენი ინტერესები და უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ ამ პროცესისგან“, — განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დათმებით, რომელიც არ შეასრულა, ასევე შემოაბრუნა პროტესტის ფონზე გაწვეული რუსული კანონი და მიიღო ცენზურის დამაწესებელი ახალი კანონი. ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი დე ფაქტო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
2024 წლის 28 ნოემბერს კი, ირაკლი მ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე გადავადების შესახებ განაცხადა. ასოცირებული ტრიოს ორ ქვეყანასთან — სთან და მოლდოვასთან ევროკავშირს უკვე გახსნილი აქვს გაწევრიანების მოლაპარაკებები. „ქართული ოცნების“ განცხადება საზოგადოების დიდ ნაწილში აღქმულ იქნა, როგორც უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გამოიწვია უწყვეტი პროტესტი, რომელიც 77-ე დღეა გრძელდება და მის ჩახშობას ხელისუფლება რეპრესიული მეთოდებით ცდილობს.