ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მე-13 და მე-14 პაკეტისთვის ემზადება

ევროკავშირი მზად არის, ს წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღოს. ბრიუსელი უკვე სანქციების მე-13 და მე-14 პაკეტს განიხილავს. ამის შესახებ „იზვესტიას“ ევროკომისიის წარმომადგენელმა, დანიელ შერიდან ფერიმ განუცხადა.
მისი ცნობით, პირველი, ვინც ახალ სანქციებს გამოაცხადებს, სავარაუდოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნებიან.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა მათ შესაძლო შინაარსზე წინასწარ კომენტარს არასდროს ვაკეთებთ,“ – პასუხობს დანიელ შერიდან ფერი გამოცემის კითხვას, მუშავდება თუ არა ევროკავშირში სანქციების მე-13 პაკეტი.
18 დეკემბერს, როცა მე-12 პაკეტი გასაჯაროვდა, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ კიევმა ევროკომისიას ახალი ანტირუსული ზომების შესახებ თავისი წინადადებები გაუგზავნა. ჟოვკვას თქმით, პრეზიდენტ სა და ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის საუბრის დროს უკრაინულმა მხარემ უკვე იცოდა, თუ რა არ შევიდოდა სანქციების მე-12 პაკეტში, ამიტომ ოფიციალურმა კიევმა სექტორული და პირადი სანქციების შემდგომი გაფართოება მოითხოვა.
ევროპარლამენტის წევრმა ჩეხეთიდან, ტომაშ ზდეხოვსკიმ „იზვესტიას“ განუცხადა, რომ ევროკავშირი უკვე ამზადებს სანქციების მე-13 და მე-14 პაკეტს და ახალი ღონისძიებების შემუშავებას დიდი დრო არ დასჭირდება. მისი თქმით, ამ პაკეტებს „წევრ ქვეყნებს ძალიან მალე წარუდგენენ.“
ესტონელმა ევროპარლამენტარმა, იანა ტოომმა „იზვესტიასთან“ საუბრის დროს განაცხადა, რომ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით, ძირითადად, ბალტიისპირეთის ქვეყნები გამოვლენ. კერძოდ, 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ლიეტუვის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ასტა სკაისგირიტე სანქციების შემდგომი გამკაცრების მოწოდებით გამოვიდა.
„მე-12 პაკეტზე არ უნდა გავჩერდეთ და როგორც კი ის ძალაში შევა, მე-13-ის მომზადება უნდა დავიწყოთ,“ – აცხადებს სკაისგირიტე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის სასანქციო პოლიტიკის ცენტრში პროგნოზირებენ, რომ ევროკავშირი სანქციების მე-13 პაკეტში ორმაგი დანიშნულების საქონლის ჩამონათვალს გააფართოვებს და შეზღუდვების ქვეშ უფრო ფართო სპექტრი მოხვდება. ასევე, გაიზრდება ზომები ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ. ცენტრი მოელის, რომ მე-13 პაკეტი შესაძლოა, დამატებით ლითონისა და უამრავი მაღალტექნოლოგიური საქონლის აკრძალვას, ასევე, ტრანზიტზე შეზღუდვების გამკაცრებას მოიცავდეს. თუმცა მომავალ წელს რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციებს ცენტრი ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ