ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე , საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი , უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციიდან არ მონაწილეობს „ლელო“.
შეხვედრას ესწრებიან ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, უფრო კონკრეტულად, არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველოს 9 რეკომენდაცია მისცა შესასრულებლად იმისათვის, რომ გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯზე – მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადავიდეს.
რეკომენდაციები მოიცავს:
ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლას;
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესებას;
პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას – მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, ასევე საარჩევნო რეფორმების დასრულებას;
საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომ გაუმჯობესებას უსაფრთხოების სამსახურებზე, საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას;
ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულებას და განხორციელებას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველ რეფორმას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ინკლუზიური პროცესით;
დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყებას მოწყვლადი ჯგუფების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ მუქარის შემთხვევებში და ძალადობაში მონაწილეებისა და მის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის კეთების პროცესებში, მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა