ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრები უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად 1-2 სექტემბერს არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემა იქნება ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ასპექტი იქნება.
ლიდერების შეხვედრა დანიაში გაიმართება. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველი სამუშაო სესია კოპენჰაგენის კრიტერიუმების მნიშვნელობას დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ , მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორები და თურქეთი.
მეორე სამუშაო სესიის დროს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ევროკავშირის კანონის უზენაესობის ინსტრუმენტების გაძლიერებას განიხილავენ.
ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველო ნახსენები არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს