2013 წლის შემდეგ, მხოლოდ 2023 წელს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება გაფართოების ახალი ტალღის თაობაზე. 2023 წელს გაფართოების პაკეტში მოექცა ათი ქვეყანა: დასავლეთ ბალკანეთის 6 ქვეყანა, ასოცირების ტრიოს ქვეყნები და თურქეთი. 2023 წლიდან დღემდე, ევროკავშირი აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშებს გაფართოების ქვეყნებში არსებული მდგომარეობის თაობაზე. გაფართოების ქვეყნებიდან, კოსოვო ფლობს პოტენციური კანდიდატის სტატუსს; საქართველო – კანდიდატის სტატუსს, თუმცა საქართველოსთან შეჩერებულია გაწევრების მოლაპარაკების პროცესი; თურქეთი – კანდიდატის სტატუსს. თურქეთთან გაიხსნა მოლაპარაკება, თუმცა 2018 წლიდან პროცესი გაყინულია; დანარჩენ ქვეყნებს აქვთ კანდიდატის სტატუსი და მათთან გახსნილია მოლაპარაკების პროცესი (სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, მოლდოვა და უკრაინა).
2025 წლის პაკეტისა და ანგარიშების მიხედვით, გაფართოების ქვეყნებს აქვთ განვითარებისა და ევროკავშირთან დაახლოების სხვადასხვა დონე. უკლებლივ ყველა ქვეყნის მიმართ (მათ შორის, აქტიური ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის მიმართაც), ევროპული კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და პირობებს, რის შესაბამისადაც უნდა იმოქმედონ ქვეყნებმა ევროკავშირთან დაახლოების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
ქვემოთ, შედარებისა და ანალიზის მიზნებისთვის, მოყვანილია ასოცირების ტრიოს ქვეყნების (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მდგომარეობა – მხოლოდ საბოლოო დასკვნებისა და ქულობრივი შეფასების დემონსტრირების მეთოდით. ასეთი ტექნიკური და მოკლე აღწერაც კი გასაგებად წარმოაჩენს ევროკავშირთან დაახლოების დონეებს:
საქართველო:
· გაწევრების პროცესის ფუნდამენტები: საანგარიშო პერიოდში საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით აღინიშნა…
· საჯარო მმართველობის რეფორმა: მზაობის გარკვეულ და ზომიერ დონეებს შორის. 1.5 ქულა (სიმბოლური აღნიშვნა).
· სასამართლო და ფუნდამენტური უფლებები (23-ე თავი): საწყისი და გარკვეული მზაობის დონეებს შორის. 0.5 ქულა.
· მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება (24-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ეკონომიკური კრიტერიუმები – საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირება: მზაობის ზომიერი დონე. 2 ქულა
· ეკონომიკური კრიტერიუმები – ევროკავშირის საბაზრო ძალებთან კონკურენციის უნარი: მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· საჯარო შესყიდვები (მე-5 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· სტატისტიკა (მე-18 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ფინანსური კონტროლი (32-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა
· საქონლის გადაადგილების თავისუფლება (1-ლი თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· მუშების გადაადგილების თავისუფლება (მე-2 თავი): საწყისი მდგომარეობა.
· დაფუძნებისა და მომსახურების გადაადგილების თავისუფლება (მე-3 თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა
· კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება (მე-4 თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა
· სამეწარმეო სამართალი (მე-6 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ინტელექტუალური საკუთრების სამართალი (მე-7 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· კონკურენციის პოლიტიკა (მე-8 თავი): საწყის და მზაობის გარკვეულ დონეებს შორის: 0.5 ქულა.
· ფინანსური სერვისები (მე-9 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1. ქულა.
· მომხმარებელთა და ჯანმრთელობის დაცვა (28-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ციფრული ტრანსფორმაცია და მედია (მე-10 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა
· გადასახადები (მე-16 თავი): მზაობის გარკვეული და ზომიერი მომზადების დონეებს შორის. 1.5 ქულა.
· ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა (მე-17 თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა.
· სოციალური პოლიტიკა და დასაქმება (მე-19 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· საწარმოო და ინდუსტრიული პოლიტიკა (20-ე თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა
· მეცნიერება და კვლევა (25-ე თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა
· განათლება და კულტურა (26-ე თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა.
· საბაჟო კავშირი (29-ე თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა
· ტრანსპორტის პოლიტიკა (მე-14 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა
· ენერგეტიკა (მე-15 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ტრანს-ევროპული ქსელი (21-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება (27-ე თავი): საწყისი მდგომარეობა.
· სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (მე-11 თავი): საწყისი მდგომარეობა.
· სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, ფიტოსანიტარია (მე-12 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· მეთევზეობა და აკვაკულტურა (მე-13 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა
· რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული ინსტრუმენტების კოორდინაცია (22-ე თავი): საწყისი და მზაობის გარკვეულ დონეებს შორის. 0.5. ქულა
· ფინანსური და საბიუჯეტო დებულებები (33-ე თავი): საწყისი მდგომარეობა
· საგარეო ურთიერთობები (30-ე თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა
· საგარეო, უსფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (31-ე თავი): მზაობის გარკვეულ და ზომიერი მომზადების დონეებს შორის. 1.5 ქულა.
მოლდოვა:
· გაწევრების პროცესის ფუნდამენტები: არსებული ჩარჩო ქმნის ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად…
· საჯარო მმართველობის რეფორმა: მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· სასამართლო და ფუნდამენტური უფლებები (23-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება (24-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ეკონომიკური კრიტერიუმები – საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირება: მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ეკონომიკური კრიტერიუმები – ევროკავშირის საბაზრო ძალებთან კონკურენციის უნარი: საწყისი და მზაობის გარკვეულ დონეებს შორის. 0.5 ქულა.
· საჯარო შესყიდვები (მე-5 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· სტატისტიკა (მე-18 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ფინანსური კონტროლი (32-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა
· საქონლის გადაადგილების თავისუფლება (1-ლი თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა.
· მუშების გადაადგილების თავისუფლება (მე-2 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· დაფუძნებისა და მომსახურების გადაადგილების თავისუფლება (მე-3 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება (მე-4 თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა
· სამეწარმეო სამართალი (მე-6 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ინტელექტუალური საკუთრების სამართალი (მე-7 თავი): მზაობის ზომიერი დონე. 2 ქულა.
· კონკურენციის პოლიტიკა (მე-8 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ფინანსური სერვისები (მე-9 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1. ქულა.
· მომხმარებელთა და ჯანმრთელობის დაცვა (28-ე თავი): მზაობის გარკვეული და ზომიერი მომზადების დონეებს შორის. 1.5 ქულა.
· ციფრული ტრანსფორმაცია და მედია (მე-10 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა
· გადასახადები (მე-16 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა (მე-17 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· სოციალური პოლიტიკა და დასაქმება (მე-19 თავი): მზაობის გარკვეული და ზომიერი მომზადების დონეებს შორის. 1.5 ქულა.
· საწარმოო და ინდუსტრიული პოლიტიკა (20-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· მეცნიერება და კვლევა (25-ე თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა
· განათლება და კულტურა (26-ე თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა.
· საბაჟო კავშირი (29-ე თავი): კარგი მომზადების დონე. 3 ქულა
· ტრანსპორტის პოლიტიკა (მე-14 თავი): მზაობის გარკვეული და ზომიერი მომზადების დონეებს შორის. 1.5 ქულა
· ენერგეტიკა (მე-15 თავი): მზაობის ზომიერ და კარგი მომზადების დონეებს შორის. 2.5 ქულა.
· ტრანს-ევროპული ქსელი (21-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება (27-ე თავი): საწყისი და გარკვეული მომზადების დონეებს შორის. 0.5 ქულა.
· სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (მე-11 თავი): საწყისი და გარკვეული მომზადების დონეებს შორის. 0.5 ქულა.
· სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, ფიტოსანიტარია (მე-12 თავი): მზაობის ზომიერი დონე. 2 ქულა.
· მეთევზეობა და აკვაკულტურა (მე-13 თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა
· რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული ინსტრუმენტების კოორდინაცია (22-ე თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა.
· ფინანსური და საბიუჯეტო დებულებები (33-ე თავი): საწყისი და გარკვეული მომზადების დონეებს შორის. 0.5 ქულა.
· საგარეო ურთიერთობები (30-ე თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა
· საგარეო, უსფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (31-ე თავი): მზაობის კარგი დონე. 3 ქულა.
უკრაინა:
· გაწევრების პროცესის ფუნდამენტები: ზოგადი ჩარჩო, საერთო ჯამში, კვლავ ხელს უწყობს დემოკრატიული არჩევნების ორგანიზებას, მომავალში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემთხვევაში, როგორც კი გარემოებები ამის საშუალებას მისცემს…
· საჯარო მმართველობის რეფორმა: მზაობის გარკვეული და ზომიერი მომზადების დონეებს შორის. 1.5 ქულა.
· სასამართლო და ფუნდამენტური უფლებები (23-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება (24-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ეკონომიკური კრიტერიუმები – საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირება: მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ეკონომიკური კრიტერიუმები – ევროკავშირის საბაზრო ძალებთან კონკურენციის უნარი: საწყისი და მზაობის გარკვეულ დონეებს შორის. 0.5 ქულა.
· საჯარო შესყიდვები (მე-5 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· სტატისტიკა (მე-18 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ფინანსური კონტროლი (32-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა
· საქონლის გადაადგილების თავისუფლება (1-ლი თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა.
· მუშების გადაადგილების თავისუფლება (მე-2 თავი): საწყისი მდგომარეობა.
· დაფუძნებისა და მომსახურების გადაადგილების თავისუფლება (მე-3 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება (მე-4 თავი): გარკვეული და ზომიერი მომზადების დონეებს შორის. 1.5 ქულა
· სამეწარმეო სამართალი (მე-6 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ინტელექტუალური საკუთრების სამართალი (მე-7 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· კონკურენციის პოლიტიკა (მე-8 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ფინანსური სერვისები (მე-9 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1. ქულა.
· მომხმარებელთა და ჯანმრთელობის დაცვა (28-ე თავი): მზაობის გარკვეული და ზომიერი მომზადების დონეებს შორის. 1.5 ქულა.
· ციფრული ტრანსფორმაცია და მედია (მე-10 თავი): მზაობის ზომიერი და კარგი მომზადების დონეებს შორის. 2.5 ქულა
· გადასახადები (მე-16 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა (მე-17 თავი): მზაობის ზომიერი დონე. 2 ქულა.
· სოციალური პოლიტიკა და დასაქმება (მე-19 თავი): საწყისი მდგომარეობა.
· საწარმოო და ინდუსტრიული პოლიტიკა (20-ე თავი): მზაობის გარკვეული და ზომიერი მომზადების დონეებს შორის. 1.5 ქულა.
· მეცნიერება და კვლევა (25-ე თავი): ზომიერი მომზადების დონე. 2 ქულა.
· განათლება და კულტურა (26-ე თავი): გარკვეული მომზადებისა და ზომიერი მომზადების დონეებს შორის. 1.5 ქულა
· საბაჟო კავშირი (29-ე თავი): კარგი მომზადების დონე. 3 ქულა
· ტრანსპორტის პოლიტიკა (მე-14 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ენერგეტიკა (მე-15 თავი): მზაობის კარგი დონე. 3 ქულა.
· ტრანს-ევროპული ქსელი (21-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება (27-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (მე-11 თავი): საწყისი და გარკვეული მომზადების დონეებს შორის. 0.5 ქულა.
· სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია, ფიტოსანიტარია (მე-12 თავი): მზაობის ზომიერი დონე. 2 ქულა.
· მეთევზეობა და აკვაკულტურა (მე-13 თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· რეგიონული პოლიტიკა და სტრუქტურული ინსტრუმენტების კოორდინაცია (22-ე თავი): მზაობის გარკვეული დონე. 1 ქულა.
· ფინანსური და საბიუჯეტო დებულებები (33-ე თავი): საწყისი მდგომარეობა.
· საგარეო ურთიერთობები (30-ე თავი): მზაობის კარგი დონე. 3 ქულა
· საგარეო, უსფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (31-ე თავი): მზაობის კარგი დონე. 3 ქულა
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/
გამოყენებული წყაროები:
https://enlargement.ec.europa.eu/news/2025-enlargement-package-shows-progress-towards-eu-membership-key-enlargement-partners-2025-11-04_en
2023 და 2024 წლების მდგომარეობასთან შედარების მიზნით, იხ. ქარდავა ეკატერინე, ევროკავშირის გაფართოების მატრიცა (ათი ქვეყნის ამბავი), შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2025, გვ. 21-50, https://lawjournal.ge/wp-content/uploads/DGZR-2-2025.pdf?fbclid=IwY2xjawMbbk5leHRuA2FlbQIxMABicmlkETF4cXJOcHh0U0dJcTdnbFNhAR6YLK5zy51pYC5jP6s5tJw6ih_ony0YUe7ZyI8XaTbbTUbdqOYthbB8xk0-vA_aem_U2-0qJV2KmKciznGY5yOyA




