ევროკავშირის 15 წევრი – ევროკავშირმა ქვეყნებთან, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვთ, დიპლომატიური ურთიერთობები უნდა განაახლოს და გააძლიეროს, რაც მოსკოვზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად უნდა იქნას გამოყენებული

ევროკავშირის 15 წევრი სახელმწიფო რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით კაია კალასს ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
Euronews-ის ცნობით, ევროკავშირის 15-მა წევრმა სახელმწიფომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს ერთობლივი წერილი მისწერეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით, ევროკავშირმა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვთ, დიპლომატიური ურთიერთობები უნდა „განაახლოს და გააძლიეროს“.
„ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დროა, განვაახლოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ჩართულობა გლობალურ პარტნიორებთან, რათა ამ ინიციატივის მიმართ მათი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, – ნათქვამია წერილში, რომლის ინიციატორიც ავსტრიაა.
ავსტრიასთან ერთად წერილს ხელს ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, , , ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, , სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი აწერს.
„მოსკოვთან მჭიდრო კავშირებს ბევრი ქვეყანა ინარჩუნებს, რაც რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად შეიძლება და უნდა იქნას გამოყენებული. ეს ძალისხმევა ორივე მიმართულებით უნდა განხორციელდეს და ამ რეგიონის ქვეყნების კონკრეტული სიტუაციების გათვალისწინება უნდა მოხდეს“, – აღნიშნულია წერილში.