ევროკავშირის წევრ 19 ქვეყანაში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა

2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირში საცხოვრებლის ფასები წლიური თვალსაზრისით 1,3%-ით, კვარტალურად კი 0,2%-ით გაიზარდა . ამის შესახებ ევროსტატი იტყობინება.
ამავე ცნობით, ფასები ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 19-ში გაიზარდა.
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები ყველაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლონეთში (+18%), ბულგარეთში (+16%) და ლიეტუვაში (+9,9%). ყველაზე მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ლუქსემბურგში (-10,9%), (-5,7%) და საფრანგეთში (-4,8%).
ევროზონაში საცხოვრებლის ფასები იანვარ-მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,4%-ით შემცირდა (-1,2% ოქტომბერ-დეკემბერში) და 0,1%-ით კვარტალში (-0,8%).