ევროკავშირის წევრობაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება საშინელი შეცდომა იქნება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების სთან დაწყება, საშინელი შეცდომა იქნება, რომელიც უნგრეთმა თავიდან უნდა აიცილოს.
ამის შესახებ მან უნგრულ ონლაინ გამოცემა “მანდინერთან” ინტერვიუში განაცხადა. ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები და, ამის ნაცვლად, სტრატეგიული პარტნიორობისკენ უნდა ისწრაფოდეს.
ორბანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა მოიხსნას ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგიდან, რადგან უნგრეთი მხარს არ დაუჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ს ვესაუბრებით თანასწორად, ვინაიდან ქვეყნის ფართობი არ განსაზღვრავს სუვერენიტეტს. ახალი ადმინისტრაციისგან განცხადება არ მოგვისმენია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზავნილები აბსოლუტურად თანხვედრაშია მათთან

გვაინტერესებს, რატომ ხდება, რომ ჩვენი და აშშ-ის ადმინისტრაციის პათოსი ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე