„ევროკავშირის წევრი მსხვილი ქვეყნების ჯგუფი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შერბილებას ცდილობს“ – Bloomberg

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, ევროკავშირის წევრი მსხვილი ქვეყნების ჯგუფი ს წინააღმდეგ მომზადებული ახალი სანქციების შერბილებას ცდილობს.
როგორც „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. საუბარია იმ სანქციებზე, რომლებიც ჯერ მზადების პროცესშია და რომლებმაც უნდა შეუზღუდოს რუსეთს საშუალება, მესამე ქვეყნების დახმარებით გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს.
კერძოდ, სანქციებმა უნდა შეუშალოს ხელი რუსეთის ფედერაციას შუამავალი კომპანიების მეშვეობით ზოგიერთი პროდუქციის შეძენაში.
ევროკავშირის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ექსპორტიორ კომპანიებს პროდუქციის მიწოდებამდე გარკვეული თანხის დეპოზიტზე შეტანა მოუწევთ. თუ ცნობილი გახდება, რომ პროდუქციის მიწოდება საბოლოოდ სანქციების დარღვევით ხდება, ამ თანხის სულ მცირე 50 პროცენტი უკრაინის მხარდამჭერ ფონდში უნდა გადაირიცხოს, ხოლო მიწოდების შესახებ კონტრაქტი გაუქმდეს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ევროკავშირის მსხვილ წევრ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ ასეთი ზომების კანონიერებაში და არ აქვთ იმედი, რომ მათი შესრულება შესაძლებელი იქნება. ისინი ასევე გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ სანქციები ევროპული კომპანიის პროდუქციის კონკურენტუნარიანობას შეამცირებს. „ბლუმბერგი“ წერს, რომ ამ ქვეყნებს სურთ, შეამცირონ იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა იმპორტზეც შეზღუდვების დაწესება იგეგმება.
1tv.ge