ევროკავშირის წევრების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს წითელ ზღვაში სამხედრო-საზღვაო მისია განათავსონ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო მისიის განთავსებას წითელ ზღვაში ჰუტის მიმდევარი მებრძოლებისგან საზღვაო მიმოსვლის დასაცავად.
ამის შესახებ dpa-ს ინფორმაცია მიაწოდეს დიპლომატებმა.
სამხედრო-საზღვაო მისია, რომელსაც უწოდეს Aspides-ი, ევროპის სამხედრო ხომალდებს გაუშვებს წითელ ზღვაში, ასევე ადენის ყურეში და მიმდებარე წყლებში.
Aspides-ის ხომალდები ცეცხლის გახსნის ბრძანებას მიიღებენ მხოლოდ მაშინ, თუ მათ თავს დაესხმიან, მაგრამ არ ექნებათ პრევენციული სროლის უფლება.
ჰუტის მიმდევარი მეომრები, რომლებიც იემენში არიან გამაგრებული, რეგიონში თავს ესხმიან გემებს და აცხადებენ, რომ ისინი შურს იძიებენ ღაზის სექტორში ს ქმედების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ