ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილეს, პიერ სალიერს და პროექტის მენეჯერს, ანტონიო დალ-ბორგოს ხვდებიან.
შეხვედრაზე იმყოფებიან დავით კირთაძე, გიორგი სიორიძესა და ანა .
როგორც დავით კირთაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ყველა იმ დარღვევაზე მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც არჩევნებამდე და ს დღეს მიმდინარეობდა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე არასამართლიანი და გაუმჭვირვალე იყო.
„დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რამაც საბოლოოდ, ხელისუფლებისა და ს-ს მხრიდან არჩევნების მიტაცება გამოიწვია. ეს იყო ყველაზე არასამართლიანი, გაუმჭვირვალე არჩევნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა”,-განაცხადა კირთაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“