ევროკავშირის წარმომადგენლობა – 1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო – ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას

1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო. ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკვე 30 წელზე მეტია ევროკავშირი პროგრამების მეშვეობით, ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ ახალი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით.
„1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო, რითაც დაფინანსდა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა. ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას, გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მოდერნიზებით დაწყებული, ადგილობრივი თემების, მეწარმეებისა და ახალგაზრდა ნოვატორების გაძლიერებით დასრულებული. უკვე 30 წელზე მეტია ევროკავშირი ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა TRACECA, EU4Business, ENPARD თუ EU4Youth, ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ ახალი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი

უჩა ნანუაშვილი – ეს არის დიდი აბსურდი, როცა უფლებადამცველს უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ იმის გამო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტს ინფორმაცია მივაწოდეთ იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა