ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
„დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველო დღეს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ დღეს 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არაერთი ქვეყანა ულოცავს. მათი ნაწილი ქვეყნის მნიშვნელოვან შენობებსა თუ დაწესებულებებს საქართველოს დროშის ფერებში ანათებს, ნაწილის დიპლომატიური კორპუსი კი ქვეყანას სიტყვით მიმართავს.
ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:
· სამფეროვნიდან ხუთჯვრიანამდე: საქართველოს დროშების ამბავი;
· „შევარდენი“ – მივიწყებული სპორტული საზოგადოება 26 მაისის ცნობილი ფოტოდან;
· როგორ შეეცადნენ ბოლშევიკები 26 მაისის გასაბჭოებას;

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – მთავრობის ნებართვის გარეშე ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევაა, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ?