ევროკავშირის წარმომადგენლობა – მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური თავდასხმა

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური თავდასხმა – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებასთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს ევროკავშირის ელჩის სა და „ბათუმელების“ დირექტორის ეთერ თურაძის შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც.
„სოლიდარობა მზია ამაღლობელს და „ბათუმელებს“! მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური თავდასხმა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – წარსულში მწარე გამოცდილების მქონე უკრაინა აღარ ენდობა ცარიელ დაპირებებს – დღეს, უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები სჭირდება რეალური, სამართლიანი და მყარი მშვიდობისთვის